ტრანსპორტირება

კომპანია "Postage"ახორციელებს ამანათების გაგზავნას საჰაერო გზით, კვირაში ერთხელ, რაც კომფორტს უქმნის მომხმარებელს. თქვენი ამანათი მოკლე დროში მოწოდებული იქნება დანიშნულების ადგილზე.
საქართველოში ჩასული ამანათები ექვემდებარება საბაჟო პროცედურას, რის შემდეგაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ ამანათების დარიგებას დანიშნულ მისამართებზე. ტრანსპორტირება ლონდონი-თბილისი ხორციელდება სამშაბათობით, შესაბამისად, ამ დღემდე შემოსული ყველა ამანათი გამოიგზავნება იმავე კვირაში, ხოლო სამშაბათის შემდეგ მოსული ნივთები გამოიგზავნება მომდევნო კვირაში. ტრანსპორტირების ხანგრძლივობაა 3-4 დღე, რაც დამოკიდებულია საჰაერო კომპანიზე.

 
 საკურიერო მომსახურება უფასოა როგორც ლონდონში, ასევე თბილისის მთელს ტერიტორიაზე, შესაბამისად, არ მოგიწევთ დამატებით თანხის გადახდა.