მომსახურება

    კომპანია "Postage" გთავაზობთ საფოსტო გადაზიდვებს დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში. 
ამანათების გაგზავნა ხორციელდება საჰაერო გზით, კვირაში ერთხელ, რაც კომფორტს უქმნის მომხმარებელს. თქვენი ამანათი მოკლე დროში მოწოდებული იქნება დანიშნულების ადგილზე.
მომხმარებელს საშუალება ეძლევა ბრიტანეთის ნებისმიერი ქალაქიდან, სახლიდან გაუსვლელად გააგზავნოს ამანათები საქართველოში. ასევე შესაძლებელია ინტერნეტ-მაღაზიებში შეძენილი ნივთების საქართველოში ტრანსპორტირება. გთავაზობთ სწრაფ და კომფორტულ სერვისს, ამანათების გადაფუთვას და უფასო საბაჟო მომსახურებას. საქართველოში ჩასული ამანათები ექვემდებარება საბაჟო პროცედურის გავლას, ამის შემდეგ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ დარიგებას მითითებულ მისამართებზე.

საქართველოში მცხოვრები მომხმარებლისათვის

თუ ცხოვრობთ საქართველოში და გსურთ შეიძინოთ რაიმე ნივთი დიდ ბრიტანეთში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენს საიტზე არსებული "ონლაინ მაღაზიებით". ნივთის შეძენის შემთხვევაში, მიუთითეთ ჩვენი ლონდონის მისამართი და ჩვენ ვუზრუნველყოფთ ნივთის ტრანსპორტირებას საქართველოში, თქვენს მისამართზე.
ჩვენს საიტზე განლაგებულია ონლაინ-მაღაზიების ვრცელი სია. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ცნობილი ბრენდების პროდუქცია, ასევე შეუკვეთოთ იმ ონლაინ-მაღაზიებიდან, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტიტის მეშვეობით აწარმოებენ გაყიდვებს.
იმისათვის, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდეს კომპანიის მისამართზე მოსული ნივთის მფლობელის ვინაობა, გთხოვთ, ჯერ დარეგისტრირდეთ და შემდეგ ისარგებლოთ ონლაინ მაღაზიებით.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეიქმნება თქვენი პირადი გვერდი და მოგენიჭებათ კლიენტის ნომერი, რომელიც უნდა მიუთითოთ მომავალში ყოველი ნივთის შესყიდვის დროს.
ასევე შესაძლებლობა გაქვთ აკონტროლოთ თქვენი გვერდი, დაამატოთ და შეცვალოთ პირადი ინფორმაცია, იხილოთ შოპინგების ისტორია და თრექინგის მეშვეობით შეამოწმოთ თქვენი ამანათის მდებარეობის სტატუსი.
თქვენს გვერდზე განთავსებულია დეკლარაციის ფორმა, რომელიც უნდა შეივსოს თქვენს მიერ ნივთის შესყიდვის შემთხვევაში, რაც გააიოლებს საბაჟო პროცედურის გავლას.
ტრანსპორტირება "ლონდონი-თბილისი" ხორციელდება სამშაბათობით და ამ დღემდე მოსული ყველა ამანათი გამოიგზავნება იმავე კვირაში, მხოლოდ სამშაბათის შემდეგ მიღებული ნივთების გამოიგზავნა მოხდება მომდევნო კვირაში.
რეგისტრაციის შემდეგ იხილეთ გვერდი "ონლაინ მაღაზიები". იხილეთ გვერდი "აკრძალული ნივთები"  იმისათვის რომ შეიტყოთ, თუ რომელი ნივთების გაგზავნა არ შეიძლება.
საქართველოში ჩასული ამანათები ექვემდებარება საბაჟო პროცედურის გავლას რის შემდეგ ჩვენ ვუზრუნველყოფთ ამანათების დარიგებას დანიშნულ მისამართებზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თუ თითოეული ამანათის მთლიანი ღირებულება აღემატება 300 ლარს ან 30კგ-ს, საქართველოს კანონმდებლობით იგი ექვემდებარება განბაჟებას, რაც შეადგენს მისი მთლიანი ღირებულების 18%-ს.
 საკურიერო მომსახურება უფასოა როგორც ლონდონში, ასევე თბილისის მთელს ტერიტორიაზე, შესაბამისად, არ მოგიწევთ დამატებით თანხის გადახდა.

საქართველოს სხვა ქალაქებში საკურიერო მომსახურება ფასიანია და თითოეულ ამანათზე შეადგენს  10 ლარ.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ი-მეილით ან დაგვირეკეთ.

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები მომხმარებლისთვის 

თუ ცხოვრობთ ბრიტანეთში და გსურთ გააგზავნოთ ამანათი საქართველოში, საჭიროა ტექსტური შეტყობინებით მოგვაწოდოთ თქვენი სრული მისამართი (ინდექსით) და უმოკლეს დროში ჩვენ ვუზრუნველყოფთ ამანათის წამოღებას თქვენი სახლიდან. ნებისმიერი წონის ამანათზე საკურიერო მომსახურება უფასოა ლონდონის მაშტაბით.
თუ თქვენ ცხოვრობთ ბრიტანეთის ნებისმიერ სხვა ქალაქში, ჩვენ გამოგიგზავნით კურიერს, რომლის მომსახურება თითოეულ ამანათზე შეადგენს მხოლოდ 8 გირვანქა სტერლინგს (ერთი ამანათის წონა არ უნდა აღემატებოდეს 30 კგ-ს).

ტრანსპორტირება "ლონდონი-თბილისი" ხორციელდება სამშაბათობით და ამ დღემდე შემოსული ყველა ამანათი გამოიგზავნება იმავე კვირაში, ხოლო სამშაბათის შემდეგ მიღებული ამანათები გამოიგზავნება მომდევნო კვირაში.

ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე, სადაც მოგენიჭებათ თქვენი კლიენტის ნომერი. თრექინგის მეშვეობით საშუალება გაქვთ თვალი ადევნოთ ამანათის ტრანსპორტერების პროგრესს. იმისათვის, რომ გაეცნოთ ნივთების ჩამონათვალს, რომელთა გაგზავნა არ შეიძლება, იხილეთ გვერდი "აკრძალული ნივთები" 

საქართველოში ჩასული ამანათები ექვემდებარება საბაჟო პროცედურის გავლას, რის შემდეგ ჩვენ ვუზრუნველყოფთ ამანათების დარიგებას დანიშნულ მისამართებზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თუ თითოეული ამანათის მთლიანი ღირებულება აღემატება 300 ლარს ან 30კგ-ს, საქართველოს კანონმდებლობით იგი ექვემდებარება განბაჟებას, რაც შეადგენს მთლიანი ღირებულების 18%-ს.

 საკურიერო მომსახურება უფასოა როგორც ლონდონში, ასევე თბილისის მთელს ტერიტორიაზე, შესაბამისად, არ მოგიწევთ დამატებით თანხის გადახდა.

საქართველოს სხვა ქალაქებში საკურიერო მომსახურება ფასიანია და თითოელ ამანათზე შეადგენს მ 10 ლარს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ი-მეილით ან დაგვირეკეთ.