მომსახურების პირობები

შემსრულებელი: “Postage LTD”, ვებ-გვერდი: .www.postage.ge,
მისამართი დიდ ბრიტანეთში: 13 Oglethorpe Road, Dagenham, RM10 7SA, United Kingdom.
მისამართი საქართველოში: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 142 სამთო ქიმია, 2-ე სართული, ოთახი-1. ტელ: 2 193353, 599161766


მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს “Postage”-ს გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის 6 ნიშნა ნომერი (მაგ.P00001). 

მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია ასევე დაფიქსირებულია ტვირთის მიღებისას თანდართულ ინვოისში და შპს “Postage”-ს მონაცემთა ბაზაში.
კომპანია “Postage”-ში მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე www.postage.ge მომსახურების პირობები საჯაროა. კომპანია “Postage”-ს მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ მომსახურების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.

1. ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონის დამრგვალება და გადახდა
1.1.ტრანსპორტირების ღირებულება.
დიდი ბრიტანეთიდან ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ღირებულება შეადგენს $7 USD ექვივალენტით ლარებში. 
 ამანათების ტრანსპორტირების ღირებულების დაანგარიშება ხორციელდება მხოლოდ ზუსტი წონის მიხედვით და მოცულობით წონით არ გამოითვლება.
მოცულობითი წონით დაანგარიშება ვრცელდება მხოლოდ არასტანდარტულ ტვირთზე, როგორიც არის ავეჯი, ან სხვა არასტანდარტული ნივთები.
1.2. ამანათების წონის დამრგვალება ხდება 100 გრ–მდე სიზუსტით. 
 500 გრამზე მეტი წონის ამანათზე გადასახდელი თანხა განისაზღვრება ამანათის ზუსტი წონის მიხედვით,
1.3.სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.postage.ge ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. იხილეთ გვერდი “ანგარიშსწორება”

2. საკურიერო მომსახურება
2.1. საკურიერო მომსახურება ლონდონისა და თბილისის მაშტაბით უფასოა,  შესაბამისად დამატებითი თანხის გადახდა არ მოგიწევთ. 
2.2. საკურიერო მომსახურება განხორციელდება მხოლოდ ამანათების ტრანსპორტირების საფასურის გადახდის შემდეგ, ან ადილზე  ნადი ანგარიშსწორებით.
2.3. იმ შემთხვევაში, თუ ამანათის ტრანსპორტირების საფასური არ იქნება გადახდილი, ამანათი დარჩება თბილისის ოფისში და მისი წაღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დავალიანების დაფარვის შემდეგ.
2.4. კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე დარეგისტრირებულ მისამართზე და მხოლოდ ერთხელ. ინგლისში მცხოვრებ მომხმარებელს საშუალება აქვს, მოგვაწოდოს მიმღების მისამართი როგორც ვებსაიტის საშუალებით ასევე ფიზიკურად გადმოგვცეს, ამანათის წამოღების დროს.
2.5. საკურიერო მომსახურება ნიშნავს ამანათის მისამართამდე მიტანას და კურიერი არ აიტანს მას სართულებზე.
2.6. მისამართზე მისვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ დაკავშირება რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს საწყობში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თვითონ გაიტანოს ამანათი.
2.7. ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს მიმღების (რომლის სახელი და გვარი აწერია უშუალოდ ამანათს) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. ქსეროასლი არ მიიღება. აგრეთვე შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარდგენა.

2.8. ამანათის გადაცემის დამოწმება ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის ან პასპორტის წარდგენით და ხელმოწერით ქაღალდის ბლანკზე.

3. ამანათების შეფუთვია
3.1. ამანათების შეფუთვა ხორციელდება უსასყიდლოდ და კომპანია “Postage”-ის მიზანია ამანათები დაცული იყოს სხვადასხვა დაზიანებისაგან. 
3.2. თუ რომელიმე არასტანდარტული ტვირთი, როგორიცაა მაგალითად ავეჯი, საჭიროებს განსაკუთრებულ შეფუთვას, მაშინ ეს უნდა მოხდეს ნივთის მფლობელთან შეთანხმებით; აღნიშნული მომსახურება ფასიანია და მომსახურების საფასური დაანგარიშდება ინდივიდუალურად.

4. ამანათის გაცემა მესამე პირზე
4.1. მესამე პირზე ამანათის გადაცემა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი გადახდის ქვითართან ერთად.
4.2. ასევე შესაძლებელია იქნას წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობა და გადახდის ქვითარი.

5. ავია რეისების განრიგი და ტრანსპორტირების ხანგრძლივობა
5.1. ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობაა 3-4 დღე გამოგზავნის დღიდან.
5.2 ორშაბათის ჩათვლით მიღებული ამანათები გამოიგზავნება იმავე კვირაში, მხოლოდ სამშაბათის შემდეგ ყველა შემოსული ამანათი გამოიგზავნება მომდევნო რეისზე.
5.3. აღნიშნული ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია “Postage” პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე

6. დაზღვევის პირობები:
6.1. ინგლისიდან კერძო პირის მიერ გამოგზავნილი ამანათი დაზღვულია კომპანია "Pოსტაგე"-ს მიერ, დაკარგვისაგან და ამანათის გარე უხეში დაზიანებისაგან.
6.2. უფასო დაზღვევა ვრცელდება £100 -მდე გირვანა სტერლინგის ღირებულების ამანათებზე. ანუ, თუ დაკარგული ან დაზიანებული ამათის ღირებულება არ აღემატება £100 გირვანა სტერლინგს, იგი მთლიანად იქნება ანაზღაურებული კომპანია "Postage"-ს მიერ.

6.3. არ დაიზღვევა ამანათი, რომელსაც შესყიდვის ორიგინალი ინვოისი არ გააჩნია.
6.4. მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ამანათის დაზღვევა £100 გირვანა სტერლიგზე ზევით, რაც შესაბამისად ფასიანია და შეადგენს დაზღვეული თანხის 5%-ს. ასეთი ამანათის დაზღევისათვის, საჭიროა წინასწარ გაფორმდეს წერილობითი ხელშეკრულება მაღაზიის ორიგინალ ინვოისთან ერთად რომელიც თან უნდა ერთვოდეს ხელშეკრულებას.
6.5. დაზღვევა გულისხმობს ამანათის გარეგან დაზიანების ან დაკარგვისაგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე, შესაბამისად, ამანათში არსებული მსხვრევადი პროდუქციის სადაზღვევო პრემიით ანაზღაურება არ ხდება (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....), მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი. 
6.6. სადაზღვევო პრემია ლიმიტირებულია ამანათში არსებული პროდუქციის ღირებულებით, რომელიც ასევე განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართით.

7. განბაჟება
7.1. თუ გამოსაგზავნი ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს ან 30 კილოგრამს, იგი ექვემდებარება უპირობო განბაჟებას.
7.2. კომპანია “Postage”-ს საბაჟო მომსახურეობა უფასოა ჩვენი მომხმარებლისთვის, რაც ითვალისწინებს საბუთების გაფორმებას, სკანერის დაშუქებასა და დეკლარაციის ამობეჭვდას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამანათს მოუწია განბაჟება, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს დეკლარაციაში მითითებული საბაჟო გადასახადი, კანონით დაწესებულ ვადებში (30 დღის განმავლობაში).
7.3. ამანათის დეკლარირება (პროდუქციის დასახელებისა და ფასის მითითება) “Postage” -ს ვებ–გვერდზე სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
7.4. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია “Postage” –ს, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არაზუსტი ან არასრული დეკლარირება), კომპანია “Postage” უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

8. შეზღუდული პროდუქცია
8.1. ჩვენს ვებგვერდზე იხილეთ “აკრძალული ნივთები”, რომლის ტრანსპორტირება შეზღუდულია და არ ექვემდებარება აეროგადაზიდვებს..
მომხმარებლის მხრიდან აკრძალული ნივთების გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია “Postage” არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.

8.2. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მაინც გამოიწერს აკრძალულ პროდუქციას კომპანია “Postage” -ს მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ მისამართზე, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნაზე, მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რომელიც იქნება განსაზღვრული კომპანია “Postage”-ს მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.

9. სხვა პირობები და შეზღუდვები
9.1. კლიენტის მხრიდან ნებისმიერი ტიპის ჟარგონული, არაეთიკური ან შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ელ–ფოსტით, ტელეფონზე, ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ისევე როგორც ხმამაღალი საუბარი, ტონის აწევა, ყვირილი, დამცინავი ან ირონიული საუბარი - გამოიწვევს მომხმარებლის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.
9.2. ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც განთავსებულია “Postage” -ს ვებ–გვერდზე “www.postage.ge”, მათ შორის, ტექსტური მასალა, ნამდვილია და წარმოადგენს მომსახურების პირობების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად, მომხმარებლის ვებ–გვერზე რეგისტრაციის მომენტიდან.
9.3. “Postage” არ იღებს პასუხისმგებლობას საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია, ნივთის შეძენის დროს მისამართი უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე, ასევე რეგისტრაციისას მიღებულ ელექტრონულ წერილში.
9.4. “Postage” ვალდებულებას იღებს კლიენტთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.

9.5. მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
9.6.თუ კომპანიის მიერ ინვოისის გამოწერიდან 1 თვის შემდეგ არ მოხდა ინვოისით განსაზღვრული ტრანსპორტირების თანხის დაფარვა, მომხმარებლის ამანათი გადადის კომპანია “Postage” -ს საკუთრებაში, ხოლო აღნიშნულ მომხმარებელს შეუწყდება მომსახურება მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

9.7. მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია და კომპანია “Postage” არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.
9.8. კომპანია “Postage” უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები.

                   კომპანია “Postage” მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.