
ჩვენი უპირატესობები
- ტრანსპორტირება უსაფრთხოდ და შეღავათიან ფასად
- უფასო საკურიერო მომსახურება თბილისსა და ლონდონიში
- უფასო ამანათების გადაფუთვა
- ნივთის გამოწერისას ჩვენი Visa ბარათით სარგებლობა
- სუფთა წონით დაანგარიშება სტანდარტულ ტვირთზე
- სწრაფი და ხარისხიანი სერვისი
ზუსტი წონის კალკ.
დახმარება გამოწერაში
კომპანია "Postage" სთავაზობს დახმარებას მომხმარებელს ნივთების შეძენისას. ზოგიერთი ონლაინ-მაღაზია არ იღებს საქართველოს ვიზა-ბარათებს და შედეგად მომხმარებელს ექმნება დისკომფორტი ნივთების გამოწერისას.
ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასურველი ნივთები ჩვენი კომპანიის Visa ბარათით ან Paypal-ით.
აღნიშნული მომსახურება ფასიანია და შეადგენს £5 გირვანქა სტერლინგს £100-მდე გამოყენებულ თანხაზე, მხოლოდ £100-ის ზევით, დახარჯული თანხის 5%-ს.
პირველ რიგში, აირჩიეთ ნივთი და დაადგინეთ, ონლაინ-მაღაზია გაძლევთ თუ არა თქვენი ვიზა-ბარათით გადახდის საშუალებას.
თუ მოცემული მაღაზია არ მიიღებს თქვენს ბარათს, მოგვმართეთ ჩვენ და სწრაფად დაგეხმარებით აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
თუ გსურთ ისარგებლოთ შემოთავაზებული მომსახურებით, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას:
- მოიძიეთ და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ონლაინ მაღაზიებში.
- ამოირჩიეთ ფერი და ზომა (ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემთხვევაში).
- მონიშნეთ თქვენს ბრაუზერში ზემოთ მოცემული ლინკი და გამოგვიგზავნეთ ი-მეილზე
ლინკის მიღების შემდეგ, მოხდება დაანგარიშება და შეტყობინებით გაცნობებთ გადასახდელი თანხის ოდენობას (% დანამატით). ნივთის შეძენა მოხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის მიღებისა და ჩვენს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ. ამანათის ტრანსპორტირების ღირებულებას გადაიხდით ამანათის წონის დადგენის შემდეგ (იხილეთ გვერდი "ტრანსპორტირება").
